რეზონანსი
17.06.2024

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კვების ობიექტებში ფარშიდ სოლეიმანის სახელს კარგად იცნობენ. ირანის მოქალაქე აქ რამდენიმე კაფე-ბარს, ღამის კლუბს და რესტორანს ფლობდა. პროკურატურის ინფორმაციით, ფარშიდ სოლეიმანი თანამზრახველებთან ერთად დიდი ოდენობით ნარკოტიკს ყიდდა, მიღებულ უკანონო შემოსავალს კი სხვადასხვა ძვირადღირებული ქონებების შეძენით ათეთრებდა. სპეციალური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სულ დაკავებულია 10 პირი, მათ შორის ირანის, უზბეკეთის და საქართველოს მოქალაქეები.

გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა, მისი და სხვა ბრალდებულების სახელით, თბილისსა და რეგიონებში შეიძინა დაახლოებით 2 000 000 ლარის საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთი. ამავე პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრების სახელზე შეძენილია, დაახლოებით 800 000 ლარის ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილები. ფარშიდ სოლეიმანთან ერთად დაკავებულები არიან მის მიერ დაფუძნებული კომპანიის თანამშრომლები და დაცვის წევრები. ბრალდებას ყველა მათგანი უარყოფს.

დაკავებულები უარყოფენ, თუმცა პროკურატურამ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ შემოჰქონდა ორგანიზებულ ჯგუფს საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ნარკოტიკი. საუბარია 25 კილოგრამზე მეტ გამომშრალ მარიხუანაზე.

"კურიერის" ინფორმაციით, საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ნარკოტიკებს, ფარშიდ სოლეიმანის დაჯგუფება თბილისში, ნაქირავებ სახლში ინახავდა, აფასოებდა და სარეალიზაციოდ ამზადებდა. ახლა ყველა დაჯგუფების ათივე წევრი წინასწარ პატიმრობაშია. ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, მათ 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×