ელზა პაპოშვილი
18.05.2024

ფემიციდის კიდევ ერთი სასტიკი და უმძიმესი დანაშაული საქართველოში - „რეზონანსისთვის“ ქვემო ქართლში, გარდაბნის რაიონის სოფელ  ვახტანგისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რატომ გაიმეტა 23 წლის ძმამ 31 წლის და სასიკვდილოდ? როგორც თვითმხილველების მონათხრობიდან  ირკვევა,  დას ძმა ჯერ მანქანით დაეჯახა, რის შემდეგაც ძირს დაგდებულ და ტრავმირებულ ქალს დანით 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. 

31 წლის შეხლა ისმაილოვა ადგილზევე გარდაიცვალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძმა დას პირადი ცხოვრების უფლებას არ აძლევდა. მას უზღუდავდა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მრების უფლებას. სავარაუდოდ, მკვლელობის მოტივი ქალის პირადი ცხოვრება და ეჭვიანობა გახდა. ახალგაზრდა ქალი ქმარს იყო გაშორებული, რის გამოც ძმა მას ქმართან შერიგებას აიძულებდა. იგი ქალის მიერ ოჯახის დანგრევას როგორც პირად, ასევე ოჯახის ღირსების შელახვად აღიქვამდა, რის გამოც დასთან კონფლიქტი არაერთხელ მოსვლია.

„საშინელი და გაუგონარი ამბავი მოხდა. საკამოდ კარგი ოჯახია, არც გაჭირვებულები და არც რამე. უბრალოდ ამ გოგოს ქმართონ ჰქონდა ცუდი ურთიერთობა, რის გამოც წამოვიდა. ორი შვილი ჰყავს. ოჯახი და მისი ძმა ამის წინააღმდეგი იყვნენ. ქალს შერიგებას სთხოვდნენ, მგარამ ის უარზე იყო. შემდეგ დაიწყეს მისი შევიწროება. გოგო, როგორც ვიცით, ამის გამო სახლიდანაც კი წავიდა. ერიდებოდა ძმას, არ უნდოდა კონფლიქტი. 

„ახლაც სწორედ ქუჩაში დაინახა და ავტომობილით დაეჯახა. შემდეგ კი დანით ჭრილობები მიაყენა. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ კაციშვილი ვერ მიეხმარა. ან ვინ მივიდოდა ახლოს... გავეშებული ყოფილა. ახლა ქალის ცხედარის წაღება არვის უნდა - არც მამას და არც ქმარს. რა დააშავა ამ გოგომ ასეთი, ასე რომ გაიმეტეს... საშინელი ამბავია“, - ყვება ქალის ერთ-ერთი თანასოფლელი „რეზონანსთან“.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმა - ნურუ ისმაილოვი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. 23 წლის მამაკაცის ახლობლები აცხადებენ, რომ მან და მისი პირადი ცხოვრების მიუღებლობის გამო მოკლა. თუმცა არ აკონკრეტებენ რას გულისხმობენ. ადგილობრივები კი იმასაც ჰყვებიან, რომ და-ძმას კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. 

ნურუ ისმაილოვს, დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ოჯახში მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურთ. სოფელ ვახტანგისში ადასტურებენ, რომ და-ძმას უთანხმოება ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ფიზიკურ ძალადობა არ ყოფილა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×