ნებისმიერი დაპირისპირების პრევენცია არის მშვიდ გარემოში საუბარი, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის" საინიციატივო ჯგუფის წევრმა მარინა ლობჟანიძემ „დღის ქრონიკაში". „ნებისმიერი დაპირისპირების პრევენცია არის მშვიდ გარემოში საუბარი ამა თუ იმ დეტალების ახსნა-განმარტებით. გუშინ სრულიად საქართველომ იზეიმა ოჯახის სიწმინდის დღე. ორივე მხარე ცდილობდა, წარმოეჩინა თავისი უპირატესობა. მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე რომელიმე მხარისთვის იყოს მიუღებელი. ხომ შეიძლება, ამ მოვლენას შევხედოთ ისე, რომ აქ ორივე მხარე იყო ჩართული - ოპოზიციაც და პოზიციაც. აქ აუცილებლად იქნებოდნენ ის ბავშვები, რომლებმაც აღდგომის ღამე ქაშვეთთან გაათენეს. ქართველისთვის სიტყვა "ოჯახი" არის ყველაზე თბილი, ყველაზე კომფორტული. ჩვენი ახალგაზრდები ძალიან განსხვავებულები და ლაღები არიან. საერთოდ, ახალგაზრდა ძალიან ემოციურია და ადვილია მისი აყოლა რაღაცებში. მგონია, რომ საჭიროა საუბრები, ახსნა-განმარტება", - განაცხადა მარინა ლობჟანიძემ.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|