ელზა პაპოშვილი
18.06.2024

გასულ ღამეს, ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება სცადეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, თავდამსხმელი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში შევიდა და თანხას ითხოვდა. თუმცა, თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს. პირმა თანხის წაღება ვერ შეძლო, მაგრამ ადილიდან გაქცევა მოახერხა. 

ადგილზე სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ და გაქცეული დამნაშავის კვალის დადგენას ცდილობდნენ. ადგილიდან ამოღებულია კამერების ჩანაწერები. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.   

„როგორც  გავიგეთ ღამის საათებში მისულა ვიღაც და ვითომ ფულის დახურდავება უნდოდა, ასე შესულა. სავარაუდოდ, შეიარაღებული იყო და თანხა მოითხოვა. მოლარეს მოუსწრია და საგანგებო ღილაკისთვის ხელი მიუჭერია, რითაც პოლიციის გამოძახება მოახერხა. თავდამსხმელი რომ  მიხვდა პოლიცია გამოიძახაო,  გაქცეულა. 

„პატრული  მალევე მოვიდა, რამდენიმე ეკიპაჟი ერთად იყო მოსული. ათვალიერებდნენ  ტერიტორიას და კამერებიც ამოიღეს. შესაძლოა იდენტიფიცირებულიც ჰყავთ უკვე დამნაშავე და ეძებენ. ფულის წაღება კი ვერ მოახერხაა“,-ამბობს „რეზონანსთან“ ადგილობრივი.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×