რეზონანსი
07.07.2024

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უეფა-ს მიერ ფეხბურთელ მერიჰ დემირალის დისკვალიფიკაცია თურქი ერის დასჯა იყო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებისას ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქი ფეხბურთელის, მერიჰ დემირალის დისკვალიფიკაცია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ევროპის ჩემპიონატს სერიოზული ზიანი მიაყენა.

„დასავლეთის მიდგომა თურქეთის მიმართ, მენტალიტეტის თვალსაზრისით, არ შეცვლილა, განწყობები უცვლელია. სასჯელი, რომელიც მათ დაუწესეს მერიჰ დემირალს, წინასწარ იყო შეთანხმებული. ფაქტობრივად, ეს არის თურქეთის, როგორც ერის დასჯა. საუკეთესო ჯილდო ამისთვის იქნებოდა ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებთან მატჩში გამარჯვება. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, მაგრამ წინაა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2028 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი. საუკეთესოდ მომზადების შემთხვევაში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გვექნება შურისძიების შანსი", - განაცხადა ერდოღანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×