ელზა პაპოშვილი
01.06.2024

რუსთავში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან  31 მაისს, საღამოს საათებში გოგონა  გადმოვარდა.  შემთხვევა 21-ე მიკრორაიონში მოხდა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, 17 წლის გოგო მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს. იყო ეს თვითმკვლელობის მცდელობა, უბედური შემთხვევა, თუ სხვა რამ - ჯერჯერობით უცნობია. მეზობლებს უჭირთ მომხდარის შესახებ საუბარი. 

„დაცემის ხმა გავიგონე. ვიფიქრე ალბათ მეზობლებს რაღაც გადმოუვარდათ სახლიდან-თქო. ხმაურზე რომ გადმოვიხედე, გოგონა დავინახე, რომელიც დაბლა იწვა. მერე იყო კივილის და ყვირილის ხმა, რომ ბავშვი გადმოვარდა ფანჯრიდანო. ჩავირბინე დაბლა და უკვე ხალხი ეხვია თავზე. 

„ბავშვი იყო უგონო მდგოანრეობაში. ადგილზე სასწრაფო გამოვიძახეთ და პოლიციაც მოვიდა. მძიმე დაზიანებები ჰქონდა სავარაუდოდ. 

„ბავშვი წაიყვანეს და წუხელვე ოპერაცია გაუკეთეს. ვიცით, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. რა მოხდა, რატომ გადმოვარდა - არ ვიცით. თვითმკვლელობა სცადა თუ უბედური შემთხვევაა, გვიჭირს საუბარი. ალბათ პოლიცია ჩაერევა და გაარკვევენ რაშია საქმე. კარგი ოჯახია და კარგი ბავშვია. შესაბამისად, ძალიან რთულია იმაზე საუბარი, თუ რა მოხდა“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ამ ეტაპზე ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა რამდენიმე ოპერაციას კიდევ საჭიროებს. მას მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული და მდგომარეობა რთულია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×