რეზონანსი
21.05.2024

"ვეტო, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული," - აღნიშნა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სალომე ქურასბედიანმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, მსჯელობის გასაგრძელებლად, თეორიული შანსიც არ დატოვა, ასევე, რთულია იმის თქმა, რომ სამართლებრივად დასაბუთებული ცვლილებების შანსს ტოვებს ვენეციის კომისიის დღევანდელი დასკვნა.

"რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ვეტო სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც, ფაქტობრივად, თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ მსჯელობა გაგრძელებულიყო. რთულია, ითქვას, რომ ეს დასკვნა, რომელსაც ჩვენ ყველანი დღეს გავეცანით, ტოვებს რაიმე შანსს, რომ გარკვეული რაციონალური და სამართლებრივად დასაბუთებული ცვლილებები შესულიყო, რადგან ასეთი მათი მხრიდან არ არის წარმოდგენილი, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს სივრცე თავისი ვეტოთი აბსოლუტურად დახურა და ამის თეორიული შანსიც კი მოსპო," - განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×