რეზონანსი
21.05.2024

"ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძეს არ სჯერა არანაირი ერთიანი სიის, შესაბამისად, მისი პარტია გააგრძელებს მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე და ეს იქნება ცენტრი ნაციონალური მოძრაობის გარეშე:

,,ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთ სიაში არ ვიქნებით, ვერანაირი არგუმენტი ვერ დამარწმუნებს, ეს იქნება საჩუქარი "ქართული ოცნებისთვის" ჩვენ არ ვართ ნაციონალური მოძრაობა, თუმცა დიდი სურვილი აქვს "ოცნებას" რომ მიგვაწებოს.

არ ვეთანხმები ამ იდეას, ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. მე არ მინდა ვიყო ასოცირებული იმ ძალასთან, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ეს ქვეყანა, კარგად ვნახეთ. მე არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, გვაქვს ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით,“ – თქვა ხაზარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×