რეზონანსი
21.05.2024

Singapore Airlines-ის რეისზე, რომელიც ლონდონიდან სინგაპურში მიემართებოდა, ძლიერი ტურბულენტობის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტის გამო თვითმფრინავი ბანგკოკში დაჯდა. რეისის SQ 321 ბორტზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შესახებ დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა Singapore Airlines-მა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ავიაკომპანიამ დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ Singapore Airlines ტაილანდის მთავრობასთან მუშაობს დაშავებულისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. თავის მხრივ, სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრმა ჩი ჰონ ტატმა განაცხადა, რომ მთავრობა მგზავრებსა და მათ ოჯახებს საჭირო დახმარებას გაუწევს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ Singapore Airlines-ის ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო", - განაცხადა მან და დასძინა, რომ რეკომენდაცია ფრენის დროს უსაფრთხოების ღვედის შეკვრის უსაფუძვლოდ არ გაიცემა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×