რეზონანსი
15.05.2024

მინდა გითხრათ ის, რომ დღევანდელი დრო ორი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტით არის განსაკუთრებული. პირველი ის, რომ აღქმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და არა სიმართლეს და ჭეშმარიტებას, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება" განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე, რაც 20-30 წელი აწუხებს ამ ქვეყანას, ეს არის ხელისუფლებაში ყოფნის ლტოლვა, სურვილი, ამბიცია, ძალაუფლების წყურვილი.

„დიდი ხანი არ ვყოფილვარ ეთერში, მაგრამ ისეთი მძიმე ვითარებაა დღეს, უკვე საქართველოს ყველა მოქალაქის გულს ეხება. ნაწილობრივ, ზოგიერთის ტვინსაც ეხება, რომ არ მივიჩნიე საჭიროდ ისევ გაჩუმებული ვყოფილიყავი და მივიჩნიე, რომ ჩემი, ერთი ადამიანის სამოქალაქო პოზიცია მეთქვა ხმამაღლა. არც სოციალურ ქსელში ვარ აქტიური, არ მაქვს და შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ თქვენთან მოვსულიყავი სტუმრად და უპირველეს ყოვლისა, გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება.

მინდა გითხრათ ის, რომ დღევანდელი დრო ორი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტით არის განსაკუთრებული. პირველი ის, რომ აღქმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და არა სიმართლეს და ჭეშმარიტებას. მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით, ქართული ერთეული მედიები მუშაობენ იმაზე, რომ ადამიანმა აღიქვას და სიმართლე ვერ გაიგოს. ხშირ შემთხვევაში, ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, იმიტომ, რომ შესაძლებელია ბევრ ცუდ რამეს მოემსახუროს. მეორე, რაც 20-30 წელი აწუხებს ამ ქვეყანას, ეს არის ხელისუფლებაში ყოფნის ლტოლვა, სურვილი, ამბიცია, ძალაუფლების წყურვილი და იმაზე მეტი ჯგუფების და იმაზე მეტი ადამიანების, ვიდრე ერთ პატარა ქვეყანას ეკუთვნის", - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×