რეზონანსი
26.10.2026

ახლახან მომღერალი ნინი ყულეჯიშვილი „ღამის შოუს ბენდის“ წევრი გახდა. მან შეთავაზება ბენდის ხელმძღვანელისგან, გელა გნოლიძისგან მიიღო მას შემდეგ, რაც ჯგუფის წევრი, ბაბი კირკიტაძე მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, მათ გამოემშვიდობა.

ნინი ახლახან დაქორწინდა და ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ოჯახის დიდი ხელშეწყობით, ბენდის შეთავაზებას დათანხმდა. მისი თქმით, საოცარ გარემოში მოხვდა.

ნინი ყულეჯიშვილმა "ფორტუნას" პირველი ემოციები გაუზიარა:

„ჩემი ბენდში მოხვედრა ძალიან სპონტანური და სრულიად მოულოდნელი იყო. არც კი ვიცოდი, რომ ბაბი კირკიტაძე „ღამის შოუს ბენდში“ აღარ იყო. ყოველ სამშაბათს ტელევიზიით, სამწუხაროდ, ვერ ვადევნებ თვალს, მაგრამ ვიდეოები სულ მხვდება სოციალურ ქსელში. ძალიან პრესტიჟული და რეიტინგული გადაცემაა. მაგრამ ბაბის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობდი. როცა ვიდეო დავდე, სადაც ერთ-ერთ მომღერალ ბიჭთან, ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად ვასრულებდი სიმღერას, რამდენიმე დღეში მან მომწერა, გელა გნოლიძეს სურს შენთან გასაუბრება და შენი ნომერი მომწერეო.

რადგან ბაბის წასვლის ამბავი არ ვიცოდი, საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ უნდოდა გელას ჩემი ნომერი. ვკითხე ლაშას, რა ხდება-მეთქი და არც მან იცოდა, ალბათ, გადაცემაში გიწვევენო. გელამ რომ დამირეკა, პირდაპირ მკითხა, თუ ხარ დაინტერესებული „ღამის შოუს ბენდში“ სიმღერითო. ისე დავიბენი, რომ არ მახსოვს რა ვუპასუხე. ალბათ,დავუტოვე შთაბეჭდილება, რომ ვერ ვსაუბრობ… მეგონა, სტუმრად მიწვევდნენ, მაგრამ შემდეგ ამიხსნა, სამწუხაროდ, ბაბი წავიდა და ვეძებთ გოგონას, აკმაყოფილებ კრიტერიუმებს და გვინდა, გასაუბრებაზე მოხვიდე „იმედშიო“.

ამასობაში ქორწილის შემდეგ, ბათუმში გადავედი საცხოვრებლად. ბათუმი-თბილისის გზაზე ვცხოვრობთ, აქეთ-იქით დავდივართ. თბილისშიც გვაქვს ბინა. მარტო აღარ ვწყვეტ არაფერს ცხოვრებაში, ჩემი მეუღლისა და ჩემი ოჯახის აზრი იყო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. გელას ჯერ ვერ დავეთანხმე, რადგან ვთხოვე დრო, რომ ჩემს ოჯახთან ერთად გამევლო ეს თემა, მოვახერხებდი თუ არა. 

გელასგან თავიდანვე დიდი ხელშეწყობა დავინახე, მითხარი, რომ მაქსიმალურად შემიწყობდნენ ხელს. ჩემს მეუღლესა და ოჯახს იცი, როგორი ემოცია ჰქონდათ? მეც რომ არ ველოდი. არ მქონდა ლაპარაკი დასრულებული, რომ უკვე დამეთანხმნენ. ხომ ხვდებით, რამდენს ნიშნავს მხარდაჭერა, გამხნევება და იმედი? მეუღლისგან ასეთი გვერდში დგომა ძალიან დასაფასებელია. 

ოცნებისგან ერთი ნაბიჯი მაშორებდა და აღმოჩნდა, რომ ჩემს მეუღლესა და ოჯახსაც ისევე გაუხარდათ ეს ამბავი, როგორც მე…" 

ბაბი რატომ აღარ არის, ამის მიზეზი არ გიკითხავს?

ალბათ, სოლოკარიერა უნდა და ასე გადაწყვიტა, არ მიკითხავს და არ ვიცი. ძალიან ვაფასებ ბაბის, სულ მომწონდა და ყოველთვის მომეწონება, ძალიან კარგიადამიანია. რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი, თუმცა კარგად არ ვიცნობ. სოციალურ ქსელებში ახლა ამბავია, ხალხი მისტირის ბაბის, კითხულობენ, რატომ წავიდა. მე, რა თქმა უნდა, არ ვპასუხობ არავის და არც მაქვს უფლება. ერთი რამის თქმა მინდა – ჩანაცვლება არ მომხდარა და ვერც მოხდება, ბაბი ბაბია, მე მე ვარ…

წყარო: fortuna.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×