რეზონანსი
27.06.2024

თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს კრიშტიანო რონალდოს „მაისური გამოართვა“.

„რონალდოს მაისური გამოვართვი… თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციის მიმცემია. დღეს მეც ძალიან დიდი მუხტი მომცა. სკუდეტო ძალიან დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ სულ სხვა ემოციებია, როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. ჩემი ოცნება ერთ დროს ნაკრებში თამაში იყო, დღეს კი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×