რეზონანსი
20.06.2024

დღეს უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ხელისუფლება ბოლო დროს გარკვეულ პოზიტიურ აქტივობებს ახორციელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ღირსების, ტრადიციული ღირებულებების დამკვიდრების საქმეში, - ამის შესახებ დეკანოზმა დავითმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„ამის გამო ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერნიც ვართ და ვლოცავთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ საქმეს შეეწევა და საკუთარი ქვეყნის, ჩვენი ერის ბუნებრივი განვითარების კალაპოტში დაბრუნებას უწყობს და შეუწყობს ხელს", - აღნიშნა მან.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტს დეპუტატებმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტი რატი იონათამიშვილმა წარადგინა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში ამ კანონის მიღების აუცილებლობა. კომიტეტის სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×