რეზონანსი
28.08.2026

დღეს მარიამობაა. სიონის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე აღავლენს.

მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი ღვთისმშობლის მიძინების დღეს 28 აგვისტოს აღნიშნავს. ის ერთ-ერთია უდიდეს 12 დღესასწაულს შორის. მარიამობას წინ უძღვის ორკვირიანი მარხვა.

„დღეს არის მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და, ბუნებრივია, რომ ამას საქართველოს ეკლესია და არა მარტო საქართველოს ეკლესია, მთელი მართლმადიდებლური სამყარო, ძალიან დიდი ღირსებით და ძალიან დიდი შემართებით აღნიშნავს. სიონის ეს უძველესი საპატრიარქო ტაძარი, მოგეხსენებათ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე არის აგებული. შესაბამისად, ტაძრის დღესასწაული გახლავთ დღევანდელი დღე და ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე აღავლენს დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ღვთისმსახურებას. მთელ ერს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ღმერთმა მრავალს დაგასწროთ“, - აცხადებს დეკანოზი, სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა გიორგი სანამაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×