რეზონანსი
27.08.2026

2026 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთები მცირედით გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ივლისში, საშუალოდ, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.47%-ს შეადგენდა, ხოლო ივნისში - 13.06%-ს.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 15.23%-დან 15.66%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 9.20%-დან 9.16%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაიაფდა თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი, გაძვირდა მხოლოდ არაუზრუნველყოფილი სესხები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×