რეზონანსი
30.08.2026

უკრაინის დამარცხება ყოველდღიურად უფრო და უფრო ახლოვდება და კიევი ამას კარგად ხვდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ყოველი დღე ამ დამარცხებას აახლოებს. კიევში ამას შესანიშნავად ხვდებიან", - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, „რუსეთი ფრონტის ყველა მიმართულებაზე წინ მიიწევს.

„რუსეთი ფრონტის ყველა მიმართულებაზე წინ მიიწევს, ეს წინსვლა აშკარაა, დინამიკა პოზიტიურია", - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის პრიორიტეტად ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ამოცანების გადაწყვეტა და ევროპის კონტინენტზე ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაა.

„ჩვენი პრიორიტეტია სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა. ეს ნომერ პირველი ამოცანაა. ასევე, ჩვენს კონტინენტზე, ევროპის კონტინენტზე ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა," - აღნიშნა პესკოვმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×