რეზონანსი
25.08.2026

აშშ ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლას სერიოზულად განიხილავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ნიუ-იორკის შტატისა და კანადის ონტარიოს პროვინციის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბას" დაარქმევს.

„აშშ სერიოზულად განიხილავს ონტარიოს ტბის სახელის ამერიკის ტბის სახელით შეცვლას, რადგან ჩვენ ონტარიოსთან საქმიანობას აღარ ველით", - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-სა და კანადას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც მხარეებმა სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა, ხოლო კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ამერიკულ საქონელზე იმავე დონის საპასუხო ტარიფებს დააწესებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×