რეზონანსი
04.08.2026

5 აგვისტოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მორიგი ყრილობა გაიმართება.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 5 აგვისტოს, 15:00 საათზე, სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მორიგი"- XIII ყრილობა გაიმართება",- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყრილობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. როგორც ცნობილია, თინა ბოკუჩავას, პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ მედიასთან განაცხადა, ყრილობაზე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ მიიღება გადაწყვეტილებები.

„ყრილობაზე აღარც პარტიის თავმჯდომარეს ავირჩევთ ისეთი ფორმით, როგორც ახლაა და აღარც გენერალურ მდივანს, ასევე, შემოგვაქვს მეორე სიახლე - პარტიის წევრები გადაიხდიან საწევროს და დაეხმარებიან პარტიას", - განაცხადა ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×