დღეს, 18 ივნისს, ფეხბურთის ლეგენდის, დავით ყიფიანის დაბადების დღეა. საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ტყუილად არაფერი ხდება" და რომ საქართველოს მატჩის დღევანდელი პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე უბრალო დამთხვევა არ არის.
სალომე პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს დღე მთელი საქართველოს გამარჯვების დღედ უნდა იქცეს.
ტყუილად არაფერი ხდება … ეს დღე უნდა იყოს თქვენი გამარჯვების დღე, ქართული ფეხბურთის გამარჯვების დღე, საქართველოს ერთობის და სიამაყის დღე!!!"- წერს პრეზიდენტი.
დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული თარიღია. სტადიონზე ეროვნილი ნაკრების მხარდასაჭერად ათასობით ქართველი მივა. მეორე დღეა დორტმუნდი ქართველი ქომაგებით არის სავსე და თითქმის ყველა ქუჩაზე ქართული შეძახილები ისმის.
ისინი, კი ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, გადამწვეტი თამაშის ყურების შესაძლელობლობა მიხეილ მესხის სტადიონზე ექნებათ. სტადიონზე გიგანტური 6 ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და კარი ქართველი ქომაგებისთვის ზუსტად 6 საათზე გაიღება.
ბოლო განცხადება გადამწყვეტი მატჩის წინ უკვე გააკეთეს ეროვნული ნაკრების წევრებმაც, თქვეს, რომ მზად არიან მოგებისთვის და გამარჯვებითვის.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს.
შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება.