რეზონანსი
06.07.2024

2024 წლის 5 თვეში თბილისში ავტობუსის ზოლში გადაადგილების წესების დარღვევისთვის ავტომფლობელები 2,891,692 ლარით დაჯარიმდნენ - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, წინა წელთან შედარებით ავტობუსის ზოლში ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 1 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE") სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომისთვის - ჯარიმა 100 ლარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×