რეზონანსი
07.07.2024

კრწანისის რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის განცხადებით, ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტ სახლს სახურავი გადახადა.

მისივე თქმით, ზემო ფონიჭალაში უამინდობის შედეგად ხეები წაიქცა.

"სამწუხაროდ, ძალიან ძლიერი ქარი იყო. ჩვენთან საუბრისას მოსახლეობა გუშინდელ უამინდობას ქარბორბალას ადარებენ. ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტი სახურავი ახადა, ძირითადად კერძო დასახლებებში. კალა, ორთაჭალისკენ ნაკლებად პრობლემებია, უფრო ფონიჭალისკენ გვაქვს პრობლემები. ზემო ფონიჭალაში ხეები ამოვარდა, კორპუსებში წყალი სახურავებიდან შევიდა, შესამოწმებელია, ზოგ შემთხვევაში საწვიმრის გაჭედვის გამო იყო, აქედან გამომდინარე, მოსახლეობას წყალი ჩაუვიდათ. ჩვენი სამსახური ყველაფერს შეამოწმებს.

ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ყველასთან ადგილზე მიდიან და შემთხვევის იდენტიფიცირებას ახდენენ, ამის შემდეგ ამ დეტალებს შევისწავლით. მაქსიმალურად მოსახლეობას გვერდით დავუდგებით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავეხმარებით. ამ დროისთვის, მოსახლეობისგან ვიღებთ შეტყობინებებს და ჩვენ მათთან მივდივართ, ამის გამო ჯერჯერობით ზარალის ოდენობა არ დაგვითვლია", - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს.

განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×