რეზონანსი
02.07.2024

„ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაინიცირდება, ხოლო ივლისის მეორე ნახევარში პირველი მოსმენით, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და მიიღებენ.

ქადაგიშვილის თქმით, ამნისტიის პროექტს პარლამენტს მთავრობა წარუდგენს.

"პირველ რიგში, თავად ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა მრავალგზის მოწოდება იმის თაობაზე, რომ გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის ამნისტია გამოცხადებულიყო. ინიციატივა სწორედ ამას ეხმიანება. პრემიერმა მოუწოდა კიდეც ოპოზიციას ჩართულობისკენ, როცა პროექტი პარლამენტში შემოვა.

რაც კი რამ კარგი ხდება, ოპოზიციისთვის ყველაფერი საარჩევნოა", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, ამნისტია გავრცელდება თუ არა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებზე, რომლითაც სასჯელს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კონკრეტულ მუხლებს შეეხება ამნისტიის აქტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×