რეზონანსი
07.07.2024

ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა საქართველოში - ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით და მიზნებით, რომელიც ქვეყანას ძალიან მალე დააყენებს ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, უახლოეს 1 კვირაში ეს გამოიკვეთება, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პარტიების ერთობა უნდა შეიქმნას, რომლებიც პროდასავლურები არიან.

„ჩვენ ვესაუბრებით ყველა პროდასავლურ პარტიას, არამარტო პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პიროვნებებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკაში. ისეთი კონფიგურაცია უნდა ვნახოთ, რომ პირველი და უმთავრესი ერთობა შევქმნათ იმ პარტიების, რომლებიც პროდასავლურები არიან. ევროპული არჩევანი არის ჩვენი ეროვნული არჩევანი. რაც შეეხება კონფიგურაციას, მალე გამოჩნდება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა საქართველოში. ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით და მიზნებით, რომელიც ქვეყანას ძალიან მალე დააყენებს ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, უახლოეს 1 კვირაში ეს გამოიკვეთება, ჩვენ, ჩვენ პოზიციას ერთ-ერთი პირველი დაგიფიქსირებთ",- აღნიშნა ხაზარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×