რეზონანსი
13.05.2024

ნაძლევს დავდებ, ახლა რომ ვიკითხო, პლენარულ სხდომაზე [კანონის] მესამე მოსმენას მოჰყვება თუ არა პოლიტიკური დებატები, ვერ მიპასუხებენ ამაზე, რადგან ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, მაშინ, როდესაც გუშინდელ აქციას წარუმატებელი უწოდა, რატომ გამორიცხავს, რომ შემდეგი აქცია წარმატებული იყოს.

„როდესაც ასეთი არაკეთილსინდისიერი მიდგომები არსებობს, როდესაც აქციების უკან სინამდვილეში აგენტურა დგას, შეუძლებელია ის რაიმე სახის წარმატების მომტანი იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის და მითუმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს რაც გამოჩნდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ორი მხრიდან აუწიეს მათ ყური. ერთი ყური აუწიეს აქციის მონაწილეებმა თავიანთი უნიათობის გამო და მეორე ყური აუწიეს საერთაშორისო აქტორებმა, ვისგანაც იღებენ ისინი დაფინანსებას და „შთაგონებას" აქციებთან მიმართებაში. გამოჩნდა, რომ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ იმის, არეულობა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაში. ეს ადამიანები საკმაოდ დიდ ფულს ახარჯავენ ოპოზიციის ლიდერებს მსგავსი არეულობის მოწყობაში, მაგრამ მგონი ისინიც დარწმუნდნენ, რომ ფულს ამაოდ ხარჯავენ და შედეგი არასდროს იქნება.

შესაბამისად, ის საუბრები, თითქოს ვიღაცამ არ შეუშვა [ოპოზიცია] პარლამენტში, არის ტყუილი და კიდევ ერთხელ იკადრეს ტყუილი საკუთარი მხარდამჭერებისა, თუ აქციის მონაწილეების მისამართით. როდესაც კომიტეტი იწყებოდა, ეს ადამიანები საკომიტეტო დარბაზთან იყვნენ, უბრალოდ ზოგი ტელეკამერასთან პოზირებდა, ზოგი „ფეისბუქის" „ლაივში" ჩართვით ირთობდა თავს და ართობდა სხვებსაც, ზოგი უბრალოდ იდგა და საუბრობდა. ნაძლევს დავდებ, ახლა რომ ვიკითხო, პლენარულ სხდომაზე [კანონის] მესამე მოსმენას მოჰყვება თუ არა პოლიტიკური დებატები, ვერ მიპასუხებენ ამაზე, რადგან ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×