რეზონანსი
23.05.2024

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა მედიასთან Politico-ს იმ ინფორმაციაზე ილაპარაკა, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ თუ საქართველო შეცვლის ანტიდემოკრატიულ კურსს, მაშინ ის აშშ-გან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხიც იქნება განხილული.

„აშშ-ის კონგრესმენის მხრიდან განცხადება არასერიოზული იყო გამომდინარე იქიდან, თუ ვინ გააკეთა ეს განცხადება. ამ განცხადების გამკეთებელი. ამ წინადადებებს ჯერ რეალური მსვლელობა არ მისცემია, მაგრამ თუკი მსგავსი საკითხები სერიოზულად განიხილება, ინიციატივა, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო დეპარტამენტიდან უნდა წამოვიდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ პირველ ეტაპზე ეს წინადადებები ამ კონკრეტულ კონგრესმენს ათქმევინეს, ასე ვთქვათ, ნიადაგი მოსინჯეს, რეალურად კი ამ წინადადებების გაჟღერებით ჩვენს რეაქციას ელოდებიან, რათა შემდეგი ნაბიჯები დაგეგმონ.

ჩვენი პასუხი მარტივია: ხსენებული კანონებიდან არც ერთს არ გავიწვევთ უკან და მათ მივიღებთ, რადგან ისინი ჩვენი სამშობლოს თვითმყოფადობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის გარანტიაა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ამ კანონებზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ისინი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტის და თვითმყოფადობის განმტკიცებისთვის,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×