რეზონანსი
12.05.2024

პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, მთელ რიგ შემთხვევებში, მათ შორის, საკუთარი შრომით მოპოვებულს, კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა.

„სამწუხაროდ ამ შემთხვევაში კეთილსიდისიერებასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე გამოხატვის ან შეკრების უფლების განხორციელებასთან", - წერს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, გავრცელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილის განცხადება, რომლის თანახმად, ისინი დგანან მათი სტუდენტების გვერდით და გამოდიან მათი, ასევე, ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, უერთდებიან სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი.

"ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით. აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია "რუსული კანონის", სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×