რეზონანსი
24.06.2024

შეხვედრები, რომლებსაც ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები მართავენ, პირდაპირ არჩევნებისთვის სამზადისია და ამ პროცესებში NDI-ის ჩართულობა, სულ მცირე, უხერხულად მეჩვენება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა NDI-ის მხრიდან, რომელიც არჩევნებს უნდა დააკვირდეს, ამომრჩეველს მიკერძოებულობის შეგრძნებას უჩენს.

„ერთმნიშვნელოვნად არაკორექტულად ჩანს, როდესაც უკვე წინასაარჩევნო პერიოდი იწყება და ორგანიზაცია, რომელიც სადამკვირვებლო მისიასაც ატარებს, ამავდროულად ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობს. ალბათ ადვილი მისახვედრია, რას ემსახურება NDI-ის პიარული ქოლგა იმ პირობებში, როდესაც ამ პოლიტიკოსებს, ფაქტობრივად, განულებული აქვთ რეპუტაცია. NDI-ისთან ჩვენი თანამშრომლობაც გვახსენდება, თუმცა ეს არ იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ისინი ყოველთვის მაქსიმალურად იკავებდნენ თავს, წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი შეხვედრების ოფიციალურად მონაწილე ან მხარე ყოფილიყვნენ.

შეხვედრები, რომლებსაც ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები მართავენ, პირდაპირ არჩევნებს მიემართება, ასე ვთქვათ, არჩევნების სამზადისი პროცესია და ამ პროცესებში NDI-ის ჩართულობა, სულ მცირე, უხერხულად მეჩვენება. რა თქმა უნდა, NDI-სთან არაერთი თანამშრომლობა გვახსენდება, თუმცა დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო წინასაარჩევნო პერიოდში. ისინი მუდმივად იკავებდნენ თავს, წინასაარჩევნო პერიოდში რომელიმე პარტიასთან ყოფილიყვნენ აფილირებული. რაც შეეხება მათ თანამშრომლობას ჩვენს პარტიასთან და კონკრეტულად „ქართული ოცნების" ქალ დეპუტატებთან, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ბოლო წლებია, მათ მიერ პარტიების დაფინანსება თითქმის არ ხდებოდა და ამ აქტივობებში ნაკლებად ერთვებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს შემთხვევაში ასე იყო. კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა და ამ შეხვედრების დაორგანიზება NDI-ის მხრიდან, რომელიც სადამკვირვებლო მისიასაც აორგანიზებს და არჩევნებს უნდა დააკვირდეს, გარკვეული მიკერძოებულობის შეგრძნებას უტოვებს ამომრჩეველს. ალბათ ერთადერთი რეაგირება იქნება საზოგადოების დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. NDI-ის თუ ასეთი პროგრამა აქვს, რომლითაც ქალ დეპუტატებს ეხმარება, მაშინ ეს შემოთავაზება უნდა მიეღო ყველა პოლიტიკურ პარტიას და არა რომელიმეს. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციას ასეთი შემოთავაზება არ მიგვიღია. ეს კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რა იყო ამ დაფინანსების წყარო, ანუ კონკრეტულად რა პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა და რატომ არ იყო იგივე პროექტი ხელმისაწვდომი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×