რეზონანსი
24.06.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, პლენარულ სხდომებს დაესწრონ. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის სამსახურია პლენარულ სხდომებზე დასწრება.

„ოპოზიციიდან შემოსულია რამდენიმე წერილი, რომ ისინი არ აპირებენ პლენარულ სხდომებზე დასწრებას. აქ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არასწორი პრაქტიკაა, როდესაც საკითხის მითითების გარეშე, მოჭრილად უარი იწერება სესიაზე დასწრებაზე, რაც არ არის ე.წ. ბოიკოტის არსი. თითქმის არსად, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცნობილ რეგლამენტებში, არსად არ არის ბოიკოტის წესი, რომელიც, მით უმეტეს, ჩვენთან უბრალოდ გაცდენის საბაბად არის ქცეული ზოგი იპოზიციის ხელში. ასე რომ, მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს. ეს მათი სამსახურია, რომ დაესწრონ სხდომებს და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×