რეზონანსი
06.06.2024

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც საუბარი მიმდინარეობს შანტაჟის ენაზე, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას.

"მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ბუნებრივია ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, მთავარია, რომ ჩვენ ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები.

როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის რა თქმა უნდა კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობის გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე მე მაქვს იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება შესაბამისი," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი საქართველოში მიღებულ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადახედვას დაექვემდებარება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×