რეზონანსი
20.06.2024

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა "გასტრომოყვარულის" ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მას ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა.

"მისი ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბის გოლი აღ­მოჩ­ნდა მისი უკა­ნას­კნე­ლი სი­ხა­რუ­ლი!!! გო­ო­ოლ. ეს არის ბოლო მისი სი­ტყვა და ბოლო მისი სი­ხა­რუ­ლი!!! შენს ქარ­თულ გა­ხეთ­ქილ გულს ვე­ნაც­ვა­ლე, ალე!!! - მშვიდობით, ალეკო, ლეილა, მიყვარხარ, არ მაქვს სიტყვები, რომლითაც განუგეშებ, ლეილა შავიშვილი" - ამის შესახებ აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი შორენა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს.

ალეკო თხილაიშვილი თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი - ტელევიზიაში. ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×