რეზონანსი
23.05.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე, 9 კილომეტრიანი გვირაბის გაჭრის პროექტის დაბლოკვას ცდილობდა.როგორც მან გადაცემა „გადაწყვეტილებაში" აღნიშნა, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ვინ ბლოკავდა ეკონომიკურ პროექტს, დონორსაც გაუჭირდება ასეთი აქტივობების დაფინანსება და თვითონ ორგანიზაციაც უფრო მეტად გაუფრთხილდება დონორის ინტერესებს.

„მე დარწმუნებული ვარ გაირკვევა გამჭვირვალობის საფუძველზე, როდესაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა დაებლოკა 9 კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა. ვგულისხმობ ქვეშეთი-კობის მონაკვეთს. ამის უკან იდგა კონკრეტული დონორი ორგანიზაცია და საზოგადოებისთვის ეს ხომ გახდება ცნობილი?! ვინ ცდილობდა, ვისი დაფინანსებით, რომ დაებლოკა ეკონომიკური პროექტი.

ეკოლოგიასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა ამ პროექტს, კილომეტრ ნახევრის სიღრმეში იჭრებოდა ეს გვირაბი და აშკარა იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი იყო და ეს ყველაფერი გაირკვეოდა" - აცხადებს კობახიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×