რეზონანსი
13.05.2024

ბლოგერი შოთო სიხარულიძე წლევანდელ ევროვიზიის კონკურსს ეხმიანება:

„ევროვიზიამ სასწრაფოდ უნდა შემოიღოს ცენზურა მონაწილეთა ვიზუალზე და მხოლოდ პროფესიონალებმა გადაწყვიტონ ვინ უფრო კარგად შეასრულა ესა თუ ის სიმღერა.

მუსიკალური ნომერი შესრულების პროფესიონალიზმის მიხედვით უნდა შეფასდეს, თორემ ეს ყველაფერი სიგიჟეს, ჭინკების ასპარეზს ემსგავსება.

თუ მაინცდამაინც საყოველთაო ხმის მიცემის სისტემა გვინდა იყოს, დაწესდეს მაყურებლის სიმპატიის პრიზი, ხოლო მთავარი პრიზის ბედი გადაწყვიტოს პროფესიონალმა ჟიურიმ, რომელიც ყველა მონაწილე ქვეყნიდან იქნება.

P.s. ეს ნორმალურია? ამხელა აუდიტორიის წინაშე? აღარ არსებობს სატელევიზოო ცენზურა ან რამე მსოფლიოში? 

რა აზრი აქვს ორიენტაციას ან რამე მსგავსს, აქ მორალზეა საუბარი, ამაზრზენი იყო ეს ევროვიზია ჩემთვის“, - წერს შოთო სიხარულიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×