რეზონანსი
13.05.2024

კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლის მორიგი დასტური - "ქართულ ოცნებაში" სწორედ ასე ხედავენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაადოს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ თუ პრეზიდენტი კანონის ხელისმოწერაზე უარს ამბობს და, პარალელურად, არც შენიშვნების გაზიარებისთვისაა მზად, ეს მხოლოდ მის პოლიტიკურ ინტერესზე მიუთითებს.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის მისაღებია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ილუზიაა, თითქოს ვეტოს პირობებში გაწერილი შენიშვნების გაზიარება რეალურად მოხდება. ამიტომ თავადაც ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტს უბრალოდ ხელი არ უნდა მოაწეროს. "ნაციონალური მოძრაობასთან" ერთად კიდევ ექვსი ოპოზიციური პარტია არსებული ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ კანონის უკან გაწვევაში ხედავს და ეს პოზიცია 7-მა ოპოზიციურმა ძალამ ერთობლივ წერილშიც გამოხატა.

მმართველ ძალაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიდგომა იმ გზებს კეტავს, რომელიც კანონში სამართლებრივი შენიშვნების გაზიარების შესაძლებლობას ტოვებდა. სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, მათი მოწინააღმდეგეები შანსს მიზანმიმართულად უშვებენ.

პრეზიდენტი ვეტოს უფლებით რიგით მეშვიდედ ისარგებლებს, თუმცა, სხვა ყველა შემთხვევისგან განსხვავებით, ეს ვეტო საკანონმდებლო ორგანოს შენიშვნების გარეშე წარედგინება. სახელისუფლებო პარტიას კი საკმარისზე მეტი ხმა აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტის მიერ უარყოფილი კანონპროექტი კანონად აქციოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×