რეზონანსი
13.05.2024

ილიას სახელწიფო უნივერსისტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები თსუ-ს უნივერსიტეტამდე მსვლელობით მივიდნენ, საიდანაც ერთობლივი მსვლელობით პარლამენტის მიემართებიან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დილიდან მართავენ აქციას.

სტუდენტებმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე საგზაო მოძრაობა ცალმხრივად გადაკეტეს და ასე მიემართებიან პარლამენტამდე. მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვება საპატრულო ეკიპაჟის რამდენიმე მანქანა.

დღის განმავლობაში ეს მეორე მსვლელობაა. სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დღეს, 13:00 საათზე მსვლელობით შეუერთდნენ პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, პროტესტი და უნივერსიტეტებში გაფიცვა არ შეწყდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება" არ გაიწვევს კანონპროექტს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა გაფიცვა, დღეს ეს გაფიცვა შედგა. აუდიტორიის უმრავლესობა არის ცარიელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ შევბრუნდეთ აუდიტორიებში, მანამ, სანამ „ქართული ოცნება" არ გაიწვევს ამ კანონს და მანამ, სანამ ჩვენი რექტორი, ჯაბა სამუშია არ დააფიქსირებს საკუთარ მკაფიო პოზიციას ამ კანონთან დაკავშირებით.

დღეს უკვე მეორე მარში იმართება თსუ-დან. კიდევ ერთხელ დავიძვრებით და საკანონმდებლო ორგანოში გამოკეტილ მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ გავაგონებთ ჩვენ ხმას",- განაცხადა სტუდენტმა, დიტო ბელქანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×