რეზონანსი
12.05.2024

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ საქმის ყველა დეტალი და დამკვეთი უნდა გაირკვეს.

„ნაციონალური მოძრაობა" არასამთავრობო სექტორში აკეთებს იგივეს, რასაც აკეთებდა, როცა იყო ხელისუფლებაში - აგროვებდა ინტიმური შინაარსის კადრებს ყველაზე - მომხრეებზეც და ოპონენტებზეც, ქართველებზეც და უცხოელებზეც და შემდეგ იყენებდა ამას შანტაჟისთვის, მისთვის სასურველი ქმედებებისა და გადაწყვეტილებებისთვის. ახლა გადაბარგდნენ არასამთავრობო სექტორში და, როგორც ხედავთ, აქაც იგივე მეთოდებით მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ასობით ადამიანი ჰყავთ ასე ჩაწერილი - ქართველიც და უცხოელიც, ცნობილიც და უცნობიც. ფაქტია, რომ ეს არ იყო ვიღაცის პირადი გეგმა და დიდი ეჭვია, რომ ამის უკან დგანან გარკვეული დამკვეთები ან გარკვეული ინტერესები.

ფაქტია, რომ ეს არის მოქმედება სპეცსამსახურების სტილში, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლომდე ჩაეძიოს ამ ყველაფერს. მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩანს, იქ ცნობადი ადამიანებიც არიან. როგორც ჩანს, შესაძლოა სწორედ შანტაჟისთვის იყენებდნენ [ამ კადრებს]. ესეც ძალიან მძიმე შემთხვევაა, როდესაც ასეთი ეჭვები ჩნდება შემდეგ საზოგადოებაში, რომ ვიღაც ადამიანების მანიპულირება ხდებოდა ასეთი სპეცსამსახურების მეთოდებით. ყველა დეტალი უნდა გაირკვეს და უნდა გაირკვეს რა დგას ამ ყველაფრის უკან და ვისი დაკვეთა იყო ქართველების და უცხოელების ჩაწერა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×