რეზონანსი
28.06.2024

ჩვენ მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე - - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე კიდევ ერთხელ მინდა ვუსურვო წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს. ძალიან დიდია ინტერესი ამ მატჩის მიმართ. ჩვენ მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე. ბილეთები დაიდო გასაყიდად და მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი. უკვე გაყიდულია და აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას იმისათვის, რომ მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება იმდენად დიდია ინტერესი და გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია დიდი, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი დაესწროს თამაშს. ეს ქმნის, რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვან უპირატესობას გუნდისთვის, როდესაც არის აქტიური ქომაგობა შენი თანამემამულეების მხრიდან. აქედან გამომდინარე, შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მოახერხოს გერმანიაში გამგზავრება ამ მატჩზე დასასწრებად", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×