რეზონანსი
25.06.2024

ვალეში,  წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას, "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე თანამშრომელი კი დაშავდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს 1965 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა გუშინ, 24 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. 

როგორც "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" გვეუბნებიან, მეორე მამაკაცი გარდაცვლილი თანამშრომლის ამოყვანის დროს დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალციხის კლინიკა "ევექსში" გადაიყანეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიმარტეს, დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მომხდართან დაკავშირებით რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია, პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ველოდებით.

სამხრეთის კარიბჭე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×