რეზონანსი
27.06.2024

„არც ვიცი რა კომენტარი გავაკეთო, წარმოუდგენელი ემოციებია. ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ, მართლაც სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.

„ყველას მადლობაზე მეტი ეკუთვნის. საოცრებაა, იბრძოლეს ბოლომდე. ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და მადლობა მათ. პირველი ევროპის ჩემპიონატია და პირველივეზე როცა ჯგუფიდან გადიხარ ეს არის მართლა საოცრება. მადლობა ყველას. პორტუგალიამ ბოლომდე იბრძოლეს, ასეთი გუნდი რომ დავამარცხეთ და ეს კიდევ უფრო დასაფასებელია. ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები მოგებისთვის გავლენ. ვნახოთ, ყველაფერი შესაძლებელია“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მათ პლეი ოფის საგზური მოიპოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×