რეზონანსი
24.06.2024

ქართული ოცნების დეპუტატი ბეჟან წაქაძე დეპუტატების შესაძლო სანქცირების საკითხს "უხერხულს" უწოდებს. 

"ჯერ არავითარი სანქციები არ არის დაწესებული, თუ დაუწესებენ კანონის მიღებისთვის, პარლამენტში მივიღეთ კანონი და ამისთვის ასანქცირებენ პარლამენტის დეპუტატებს? უხერხულია", - ამბობს ის. 

გარდა ამისა, წაქაძე ამტკიცებს, რომ საქართველო ყველა რეკომენდაციას ასრულებს და დარწმუნებულია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრებს შორის ის პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ევროკავშირის წევრი გახდება. 

"საქართველო ასრულებს ყველა იმ დავალებას, რაც ევროკავშირის მიერ იყო დაწესებული და შეასრულებს და გააგრძელებს ამ ხაზს. ასე რომ ყველაფერი იქნება კარგად, ისე როგორც, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო კანდიდატის [სტატუსის] მიღებასთან დაკავშირებით, ერთი წელი დაგვაგვიანდა და თქვენ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაზე ადრე, ამ 3 რესპუბლიკიდან, საქართველო შევა და გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი", - ამბობს წაქაძე. 

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი იმართება, რომლის განხილვის ერთ-ერთი საგანი საქართველოც იქნება. დღევანდელ შეკრებაზე რუსული კანონის გამო საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ბრიუსელის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, მსჯელობა შეეხება მათ შორის რეაგირების მექანიზმებსაც, რომელთა შორისაა - პერსონალური სანქციები, სამთავრობო დაფინანსების შეჩერება, ვიზალიბერალიზაციის გადახედვა.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ და აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×