რეზონანსი
20.06.2024

კანადამ დაამტკიცა ანალოგიური, თუმცა უფრო დრაკონული კანონი, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

იგი ყურადღებას ამახვილებს კანადაში მიღებული კანონის სიმკაცრეზე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას საშუალება ეძლევა, გამოიძიოს და დასჯადი გახადოს უცხოური ჩარევა, თუ იგი გაუმჭვირვალეა. საქართველოს შემთხვევაში კი, საჭიროა მხოლოდ დეკლარირება, დეკლარაციის შევსებაზე თავის არიდება კი დაჯარიმებას გამოიწვევს.

„რაც უფრო ამუნათებენ სუვერენულ საქართველოს გამჭვირვალობის კანონზე, მით უფრო ირაციონალურ, ბრიყვულ მდგომარეობაში ვარდებიან ფარისეველნი - კანადამ დაამტკიცა ანალოგიური, თუმცა უფრო დრაკონული კანონი. კანადის ხელისუფლებას საშუალება ეძლევა შეაკავოს, გამოიძიოს და დასჯადი გახადოს უცხოური ჩარევა და მასთან დაკავშირებული გაუმჭვირვალობა, რაც საქართველოს შემთხვევაში, მხოლოდ დეკლარირებასა და მისთვის თავის არიდებისთვის მხოლოდ ჯარიმას გულისხმობს.

კანადელი სენატორები კიდევ უფრო ხისტად მოიქცნენ და ხსენებული კანონის დამტკიცების ფონზე, მხარი არ დაუჭირეს შემოთავაზებულ შესწორებას, რომელიც მიზნად ისახავდა „უდანაშაულო ადამიანების" დაცვის მექანიზმებს.

კანადის პრემიერ-მინისტრზე, ლიბერალური პარტიის ლიდერზე, ჯასტინ ტრიუდოზე ვერცერთი არაადეკვატური ფსევდოლიბერალიც კი ვერ იტყვის, რომ ის "რუსეთუმეა" ანდა "განუდგა" დემოკრატიულ პრინციპებს. უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნა ტრიუდოს შარშანდელი დაპირება იყო. თუ კანადის, ისევე როგორც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა უზენაესია, საქართველოც ერთგულია ამ პრინციპისადმი და რეზისტენტულია შიდა და გარე უზნეო დამუნათებების მიმართ", - წერს გია აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×