რეზონანსი
01.06.2024

„ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის მომ­წი­ფე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი აზ­რის მო­სას­მე­ნად. როცა შენ ბუ­ლინ­გი და გა­დავ­ლა გტკი­ვა, რა­ღაც­ნა­ი­რად უნდა შეძ­ლო და სათ­ქმე­ლი მო­ზო­მო, მაგ­რამ არის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­თა­ნაც ეს მო­ზომ­ვაც არ ჭრის, მა­ინც გა­და­გივ­ლის. გულ­სატ­კე­ნი კო­მენ­ტა­რე­ბი ჩემ­ზეც და­უ­წე­რი­ათ. შევ­ნიშ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­უნ­დობ­ლე­ბი არი­ან სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, თავს უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ, ჭკუა და­გა­რი­გონ ან გაგ­ლან­ძღონ, ისი­ნი პი­რა­დად რომ გხვდე­ბი­ან, არა­ფერს გე­უბ­ნე­ბი­ან, მხნე­ო­ბა არ ჰყოფ­ნით, იცი­ან, რომ არას­წო­რე­ბი არი­ან.

ჩემი მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, არას­დროს არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა არ გა­მაჩ­ნია. ძა­ლი­ან ვფრ­თხი­ლობ, არ ვარ პო­ლი­ტი­კა­ში სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ჩა­ხე­დუ­ლი, არც - ანა­ლი­ტი­კო­სი და სა­კუ­თარ თავს არ ვაძ­ლევ უფ­ლე­ბას, რომ ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი მუდ­მი­ვად ვა­ფიქ­სი­რო. ცვა­ლე­ბა­დი მაქვს ეს მო­საზ­რე­ბე­ბიც. 

მე არ მე­ვა­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა. დე­ბა­ტებ­ში ვერ ვიქ­ნე­ბი ძლი­ე­რი, ამი­ტომ თავს ვი­კა­ვებ. არ მომ­წონს ჩემი კო­ლე­გე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლე­ბი რომ არი­ან (არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლი მხა­რეა), სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში გა­მო­დი­ან და გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ, პოს­ტებს დე­ბენ, მერე ვხე­დავ, მათ პო­ლი­ტი­კა­ში რო­გორ სჯაბ­ნი­ან. ამი­ტომ სა­კი­თხზე, რო­მელ­ზეც დი­ლე­ტან­ტის მერ­ყე­ვი აზრი მაქვს და კომ­პე­ტენ­ცია მაკ­ლია, არ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, ღიად ვი­ლა­პა­რა­კო. რაც ზუს­ტად ვიცი, ის არის, რომ ევ­რო­პის­კენ მინ­და წა­ვი­დეს ეს ქვე­ყა­ნა; ვიცი, რომ რუ­სე­თი ჩვე­ნი მტე­რია, ოკუ­პან­ტია - ეს ის სა­კი­თხე­ბია, რა­ზეც კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ მაქვს და ყველ­გან ყო­ველ­თვის ვი­ტყვი ჩემს მო­საზ­რე­ბას.

ზე­წო­ლა ყვე­ლა­ზე არის, ვინც არ გა­მო­ხა­ტავს პო­ლი­ტი­კურ სიმ­პა­თი­ას და არ არის რო­მე­ლი­მე მხა­რეს. წე­რენ, რომ მე ვარ სა­მარ­ცხვი­ნო პო­ზი­ცი­ა­ზე, თუმ­ცა იმ ადა­მი­ა­ნებ­მა ჩემი პო­ზი­ცია სა­ერ­თოდ არ იცი­ან. თუ პო­ლი­ტი­კურ ტრი­ბუ­ნა­ზე არ დგა­ხარ, უკვე მათ­გან გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე მდგო­მად აღ­გიქ­ვა­მენ და გარ­ცხვე­ნენ. 

ფანატიზმი არ არის სწორი, არ შეიძლება ასე შეპყრობილი იყო. ნებისმიერი ადამიანის მისამართით უპატივცემულობა, მისი მოსაზრების გამოხატვის გამო, არასწორია. ხვიჩა კვარაცხელია რომ შეავიწროეს, არ დაფიქსირდა ის, რაც მათ უნდოდათ. ხვიჩა კვარაცხელიას თავისი საქმე აქვს, რომელსაც დიდებულად აკეთებს. ეს ბიჭი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკური ამინდის შემქმნელი, ის არ არის ვალდებული, საკუთარი აზრი საჯაროდ გამოთქვას“ - განუცხადა ჟურნალ "გზას" ნანუკა გულუამ.

"გზა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×