რეზონანსი
20.06.2024

ის რაც შეერთებული შტატებისთვის და ევროკავშირისთვის არის კარგი და პოზიტიური, საქართველოსთვის არ შეიძლება იყოს ცუდი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი აშშ-ის ელჩის ინტერვიუს.

მისი თქმით, მმართველი გუნდი არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ღია, ჯანსაღ და საჯარო ურთიერთობებს მიესალმება.

"ის რაც შეერთებული შტატებისთვის და ევროკავშირისთვის არის კარგი და პოზიტიური, საქართველოსთვის არ შეიძლება იყოს ცუდი. ჩინეთთან არსებული მზარდი ეკონომიკური ურთიერთობა თუ კი აშშ-ისთვის და ევროკავშირისთვის კარგია, საქართველოსთვისაც კარგია და ის არ შეიძლება იყოს ნეგატიური. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ღია, ჯანსაღ და საჯარო ურთიერთობებს. იგივე შეიძლება ითქვას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც. თუ აშშ-ში და ევროკავშირში კარგია "გამჭვირვალობის კანონი" ის არ შეიძლება იყოს ცუდი საქართველოში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×