რეზონანსი
11.05.2024

რეალურად რამდენი ადამიანი ესწრებოდა "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო აქციას ევროპის მოედანზე? დდიდი საპროტესტო მარშისთვის მზადება 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, შედეგი კი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ბევრი ელოდა. ოპოზიციური არხები ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ აქციაზე 100 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მთავრობის წარმომადგენლები კი გაცილებით ნაკლებ ციფრს ასახელებდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ევროპის მოედანზე" მიმდინარე აქციის მონაწილეების რაოდენობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა:

„თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში შეგიძლია უბრალოდ „დაგუგლო", რამდენ კვადრატულ მეტრზე, დაახლოებით რა რაოდენობის ადამიანი შეიძლება იდგეს. ჯერ რესპუბლიკის მოედანზე დაატიეს 100 ათასი ადამიანი და ახლა ევროპის მოედანზე ატევენ. ბევრმა იცის, მაგრამ მაინც ავხსნი, ძალიან დიდი ჭყლეტა როდესაც არის, დაახლოებით ოთხი ადამიანი ეტევა კვადრატულ მეტრზე.

ახლა რასაც ვუყურებ, მაქსიმუმ 5-6-7 ათასი კვადრატული მეტრი ჰქონდეთ ათვისებული, საშუალო სიმჭიდროვის შემთხვევაში, რომ მოგინდეს და გაბერო ადამიანების რაოდენობა, 20 ათასამდე ადიხარ. რასაც ვუყურებ, ამხელა სიმჭიდროვეც არ არის, რომ ექვსი სამზე გაამრავლო, დავუშვათ, ხომ, არათუ ჭყლეტა. დაახლოებით 12-14-17 [ათასი ადამიანი], ამას ზუსტად ვერ დათვლი, ეს კიდევ შეიძლება, საბოლოო ფოტო რომ იქნება, შეიძლება დათვალო, მაგრამ 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება იმ სიმჭიდროვისა და ტერიტორიის გათვალისწინებით, რაც მანდ არის", - აღნიშნა მდინარაძემ.

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილიც გამოეხმაურა ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას და აღნიშნა, რომ აქციაზე დაახლოებით 17-18 ათასი მოქალაქე იმყოფება.

„სწორედ გამიგეთ - არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის, რამდენი ადამიანი გამოვიდოდა დღეს „პირიქითა“ აქციაზე. მთავარია არავინ გაციებულიყო კოკისპირული წვიმის ქვეშ.

მიუხედავად ამისა, მცოდნეებმა მაინც მომაწოდეს რაოდენობა - 17-18 ათასი. როდესაც ევროპის მოედანზე გამოჩნდა special guest star "მეფე ნარიმანი", როგორც საქართველოს ევროპული სვლის სულიერი ლიდერი, გამოაშკარავდა აქციონერთა ოდენობის უფრო დაკორექტირებული ვარიანტი“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სოციალურ ქსელში კი სულიკო კედელაშვილმა შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა:

„აქ, მონიშნულია ტერიტორია სადაც ახლა არიან შეკრებილი. სულ ჯამში ეს ტერიტორია არის 15 00 კვ/მ. 1 კვადრატზე რომ ვიანგარიშოთ მაქსიმუმ 3 ადამიანი (რაც გადამეტებულია). სულ ჯამში აქ დგას 40-45 000. ამას დავუნატოთ მაქსიმუმ 5 000 უჩასმონა, რომელიც რიყის პარკში დაყიალობს…

სულ ჯამში მაქსიმუმ შეიძლება იყოს 50 000“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×