რეზონანსი
23.05.2024

საქართველო აუცილებლად გადავა მოლაპარაკების შემდგომ ეტაპზე და მჯერა, რომ მათ შორის, თქვენთან ერთადაც ამ წარმატებას აუცილებლად გავიზიარებთ, - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, როგორც მთავრობის წევრი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არ გახდება ბარიერი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე.

„მე ვიცი, თქვენ როგორ ქომაგობდით, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ხშირად ისმებოდა ამის შესახებ კითხვები, რომ არ მიენიჭებოდა, თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომ მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ა.შ. თქვენი მედიის ბევრ წარმომადგენელს დაუსვამს ეს კითხვა და ასევე, სხვებისასაც, რომ ვერ მიიღებდა საქართველო კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ხშირად გპასუხობდით, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. ასეც მოხდა. ახლაც მინდა გაგიმეოროთ იგივე, რომ საქართველო აუცილებლად გადავა მოლაპარაკების შემდგომ ეტაპზე და მჯერა, რომ მათ შორის, თქვენთან ერთადაც ამ წარმატებას აუცილებლად გავიზიარებთ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, რატი ბრეგაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტსაც გამოეხმაურა.

„აქვე იმასაც გეტყვით და კიდევ განვმეორდები, რომ საქართველოს აქვს სრული უფლება, უფლებამოსილება, ქართულ სახელმწიფოს იმისა, რომ ჰქონდეს ინფორმაცია მოპოვებული ლეგალური და კანონიერი გზებით იმის შესახებ, თუ რა სახის უცხოური გავლენები არსებობს სახელმწიფოში და გაუზიაროს ეს ინფორმაცია ასევე ჩვენს მოსახლეობას", - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×