რეზონანსი
23.05.2024

25 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მას მოულოდნელად დაეხურა ორივე ფილტვი ორგანიზმში და განუვითარდა მწვავე სეფსისი.

"წარმოუდგენლად დამწუხრებულნი და გულგახეთქილები ვართ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა ბარამიძის ასე უცაბედ და უდროოდ გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს...

რთულია მასზე წარსულში საუბარი... რთულია ვანუგეშოთ მისი მშობლები, და, ახალგაზრდა მეუღლე და სხვა ოჯახის წევრები ასეთ დროს...

ნიკამ ჩვენი სკოლა 2017 წელს წარმატებით დაასრულა და კარიერა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტში განაგრძო... ის მუდამ დარჩება ჩვენს გულებში, როგორც მუდამ მომღიმარი, გვერდში მდგომი და ალალ-მართალი ბიჭი...

ღმერთმა დაუკმვიდროს ცათა სასუფეველი სადაც მართალნი განისვენებენ!!!

ამინ!" - ნათქვამია პოსტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×