რეზონანსი
12.05.2024

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პერსონალურ სანქციებზე საუბარი არასერიოზული იქნება და ხალხის მიმართ შანტაჟი, თითქოს ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას დაკარგავს, კიდევ უფრო მეტად არასერიოზული.

კობახიძემ ამით ბრიფინგზე ჟურნალისტს უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, უღირს თუ არა ხელისუფლებას, რომ სასწორზე დადოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი.

„ორი დღის წინ თქვენი ტელევიზიიდან თქვენმა კოლეგამ აღნიშნა, რომ თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება, ეს რა თქმა უნდა, ასევე, არასერიოზული თემაა. მან თქვა, რომ თუ შეჩერდება ვიზალიბერალიზაცია, ეს რუსეთის ინტერესებში იქნება. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რატომ შეიძლება ევროკავშირმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ინტერესებში შედის. ხომ ხედავთ, რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი. მგონია, რომ თუ ვინმეს რამეზე ექნება საუბარი, შეიძლება ვიღაცამ დაგვაშანტაჟოს პირობითად პერსონალური სანქციებით, მაგრამ ის, რომ ვიღაც გამოვიდეს ქართველი ხალხის მიმართ მუქარით, რომ ქართველ ხალხ ვიზალიბერალიზაციას შეუწყვეტენ, ეს კიდევ უფრო მეტად არასერიოზული იქნება. პერსონალურ სანქციებზე საუბარი არასერიოზული იქნება და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება კიდევ უფრო მეტად არასერიოზული. ამიტომ, მგონი სჯობს, რომ სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ",-განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×