რეზონანსი
23.05.2024

როგორც ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა განაცხადა, მათ ჰგონიათ, ჩვენ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის შეერთებულ შტატებთან კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება

"მათ ჰგონიათ ჩვენ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და შეერთებულ შტატების კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება. „MEGOBARI Act" აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს ქართველი ხალხის თავისუფლებისადმი და პროდასავლური მომავლისადმი მათი ერთგულების შეწყვეტას. ის ასევე აჩვენებს, რომ კონგრესს ძლიერი და ნათელი მომავალი სურს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის და რომ ჩვენ არა უბრალოდ ვიტყვით ამას, არამედ გავაკეთებთ", - განაცხადა უილსონმა.

ჯო უილსონი Megobari Act-ის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის" მიღებისთვის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. კანონპროექტი დღეს იქნება წარდგენილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×