რეზონანსი
20.06.2024

პარლამენტში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო. საკითხი ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გადის.

19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის და სქესის შეცვლის პროცედურებს, ამავე დროს, ზღუდავს ე.წ ლგბტ პროპაგანდას. სხდომას ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ გირჩი ესწრება.

სხდომის წამყვანმა ოპოზიციის დასწრების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას და არ წარმოადგენენ მოსახლეობის ინტერესებს.

დეპუტატებს კანონპროექტი რატი იონათაშვილმა გააცნო, რის მერეც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ამბობს, რომ ოპოზიცია განხილვას არ ესწრება.

"ოპოზიცია არ ესწრება ამ საკომიტეტო განხილვას, რითაც პირდაპირ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ის ეწინააღმდეგება ამ კანონმდებლობის მიღებას, ან ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას, რომ ამ საკითხის შინაარსობრივ განხილვაში შემოვიდნენ,"- აცხადებს გივი მიქანაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა კი სხდომის დროს იკითხა, რას ნიშნავდა სამედიცინო მანიპულაციების აკრძალვა.

"სამედიცინო მანიპულაციების აკრძალვა რას გულისხმობს?- ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ადამიანს ეკრძალება კოსმეტიკური ოპერაციისთვის, სამედიცინო დახმარების თხოვნა?!"- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, აცხადებს, რომ სქესის შეცვლის ოპერაცია სიცოცხლისუნარიანობას 30%-ით ამცირებს.

"არსებობს სტატისტიკა, რომ ოპერაციის გაკეთება 30%-ით ამცირებს ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას, ასევე სუიციდის რისკები 12-ჯერ მაღალია,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×