რეზონანსი
05.06.2024

247 მომხრე - 155 წინააღმდეგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჰააგის სასამართლოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი რომელიც განსახილველად სენატს გადაეცემა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესებას.

საუბარია ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ღაზის ომთან დაკავშირებული ისრაელის ოფიციალური პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ბენიანიმ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაკავების ორდერის გაცემას მოითხოვდა. საკანონმდებლო ტექსტში ნათქვამია რომ სანქციები იმ პირებს დაუწესდებათ, რომლებიც ჩართულნი არიან შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოძიების, დაპატიმრების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ძალისხმევაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×