რეზონანსი
03.06.2024

ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები "ქართულ ქარტიას" აწერენ ხელს. პროცესი 11:00 საათიდან დაიწყო. 

დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს - გია გაჩეჩილაძე - "მწვანეთა პარტია"; ეკა ბესელია - პარტია "სამართლიანობისთვის"; პაატა დავითაია - "ევროპელი დემოკრატები; ზურაბ ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის"; ელენე ხოშტარია - "დროა"; თაკო ჩარკვიანი; მამუკა ხაზარაძე - "ლელო"; ნიკა მელია - პარტია "ახალი"; ქეთევან თურაზაშვილი - პარტია "მოქალაქეები". პაატა მანჯგალაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი"; გიგა ბოკერია - "ევროპული საქართველო". 

"პარტია ახალის ხელმოწერა ამ დოკუმენტზე უკვე არის, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი ასახავს მომავლის საქართველოს და აქვე გაწერილია მომავლის უკეთესი საქართველოსთვის რა ნაბიჯებია გადასადგმელი აწმყოში. ვფიქრობ, ამ დოკუმენტის აღსრულების შემდეგ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იქნება დემოკრატიული წეს-წყობილება, წარსულს ჩაბარდება პარტიული მმართველობის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პრაქტიკა, ოლიგარქიული მმართველობა და დაუბრუნდება სახელმწიფო დასავლური განვითარების გზას", - თქვა "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელიამ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთობა იმ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც "უნდა გადაიდგას ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ".

დოკუმენტს ხელს არ აწერენ "გახარია საქართველოსთვის" და "გირჩი". 

"მთავარის" ინფორმაციით, დღეს, საღამოს 8 საათზე, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი მიღებას გამართავს, სადაც ოპოზიციური პარტიები იქნებიან მიწვეულები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×